სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 10/29 - 01
30.05.2025
ქ.თბილისი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის შესრულების მიზნით ჯგუფის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის შესრულების მიზნით შეიქმნას ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით და პასუხისმგებლობებით:
1.1. ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი - საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; ფუნქცია-მოვალეობები-საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურისა და შინაარსის, პროგრამის მიზნებისა და შედეგების განახლება-გადამუშავება; რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის საბოლოო ვერსიის მომზადება;
1.2. პოლკოვნიკი კონსტანტინე პეტრიაშვილი - საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; ფუნქცია-მოვალეობები-საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურისა და შინაარსის, პროგრამის მიზნებისა და შედეგების განახლება-გადამუშავება; რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის საბოლოო ვერსიის მომზადება;
1.3. პროფესორი გიორგი ღაღანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი; ფუნქცია მოვალეობები: რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის მომზადების პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება;
1.4. ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი; ფუნქცია მოვალეობები: რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის მომზადების პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება;
1.5. ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი; უფლება-მოვალეობები: რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის მომზადების პროცესში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ჩართულობის კოორდინირება; საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსების შეფასება და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
1.6. ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; უფლება-მოვალეობები: რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის სამუშაო ვერსიებისა და თანდართული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
1.7. ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე - საგანმანათლებლო პროგრამის „ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სექტორში“ სასწავლო კურსის ავტორი; უფლებამოვალეობები: სასწავლო კურსის გადამუშავება-განახლება;
1.8. პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი - საგანმანათლებლო პროგრამის „სტრატეგიული კომუნიკაცია და მოლაპარაკებები“ სასწავლო კურსის თანაავტორი; უფლება მოვალეობები: სასწავლო კურსის გადამუშავება-განახლება;
1.9. პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე - საგანმანათლებლო პროგრამის „სტრატეგიული ლიდერობა“ სასწავლო კურსის ავტორი; უფლება-მოვალეობები: სასწავლო კურსის გადამუშავება-განახლება;
1.10. პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე - საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული თავდაცვის დაგეგმვა და მართვა“ სასწავლო კურსის ავტორი; უფლება-მოვალეობები: სასწავლო კურსის გადამუშავება-განახლება;
1.11. პოლკოვნიკი რომან ქავთარაძე - საგანმანათლებლო პროგრამის „თეატრის სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგმვა“ სასწავლო კურსის ავტორი; უფლება-მოვალეობები: სასწავლო კურსის გადამუშავება-განახლება;
1.12. ვეფხვია გრიგალაშვილი - საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოების სამართლებრივი რეგულირება“ სასწავლო კურსის ავტორი; უფლება-მოვალეობები: სასწავლო კურსის გადამუშავება-განახლება;
1.13. მარიამ ფიფია - საგანმანათლებლო პროგრამის „აკადემიური წერისა და კვლევის პრაქტიკული სემინარი“ სასწავლო კურსის ავტორი; უფლება-მოვალეობები: სასწავლო კურსის გადამუშავება-განახლება.
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე